ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრებმა დანიას ფრედ 0:0 ეთამაშა.
ძლიერ მეტოქესთან ვლადიმერ ვაისის გუნდმა შედეგზე ორიენტირებული მატჩი ჩაატარა და მეტოქეს გოლის გატანის საშუალება არ მისცა.
5 ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ,,დ’’ ჯგუფში, 4 ქულით ბოლოს წინა ადგილზე იმყოფება.
ფიფას რეიტინგში დანიის ნაკრები მე-13 ადგილზე იმყოფება, ხოლო საქართველოს ნაკრები 94-ე პოზიციაზეა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები შემდეგ მატჩს საკვალიფიკაციო ეტაპზე 12 ოქტომბერს გაიმართავს. ,,ჯვაროსნები’’ თბილისში ირლანდიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან.