კახა დამენიასა და ზურაბ იაშვილის საქმის მასალები ადვოკატს გადასცეს

06 სექტემბერი 2019, 20:45 1492 ნახვა

''რუსთავი 2-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის, კახა დამენიასა და სარეკლამო კომპანია ''ინტერმედია პლიუსის'' დირექტორის ადვოკატს საქმის მასალები დღეს, 6 სექტემბერს, გადასცეს.

პროკურატურამ კახა დამენიას რუსთავი 2-ის ქონების ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვის ედავება, ზურაბ იაშვილს კი კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებით კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას. 

დღეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე თქვეს, რომ ტელეკომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას  გარდა ბრალი, კიდევ ორ პირს წარედგინება. ესენი კი, სწორედ დამენია და იაშვილი არიან. 

დამენია წლების განმავლობაში ''რუსთავი 2''-ის ფინანსურ გუნდში მუშაობდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი