მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტს შორის ერთი ბათუმელია

05 სექტემბერი 2019, 17:14 1926 ნახვა

2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი ცნობილია, მათ შორის ერთ-ერთი ბათუმელი მასწავლებელი, მაია მენაბდეა.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები არიან:

• მაია მენაბდე – ბათუმის N3 საჯარო სკოლის და კერძო სკოლის შპს „განათლება”, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;

• თამარ ადამია – დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშავერას და თბილისის N26 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი;

• ნათია კურტანიძე – გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის, დაწყებითი საფეხურის და ტექნოლოგიების მასწავლებელი;

• ქეთინო მერებაშვილი – სკოლა–ლიცეუმ პრომეთეს, გეოგრაფიის მასწავლებელი;

• გიორგი ჭაუჭიძე – მარნეულის N2 საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის და ისტორიის მასწავლებელი.

წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს შესარჩევ კონკურსში 127 მასწავლებელი ჩაერთო, მათგან 5 ფინალისტი სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეარჩია.

საზოგადოების ჩართულობის გაზრდის მიზნით მასწავლებლის ეროვნული ჯილდო დღეიდან, 5 სექტემბრიდან იწყებს კამპანიას - გახდი ჯილდოს მხარდამჭერი. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ეძლევათ შესაძლებლობა გაიღონ ფულადი შემოწირულობა ჯილდოს საპრიზო ფონდში და თავიანთი წვლილი შეიტანონ მასწავლებლის პროფესიის განვითარებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი