ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციასთან ქიმიური ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგ დაწყებული პროტესტი მოშიმშილეებმა შეწყვიტეს. ისინი მიზეზად საზოგადოების მხრიდან პასიურობას ასახებელენ და ამ ეტაპზე პროტესტის უკიდურეს ფორმას აღარ მიმართავენ. თუმცა პროექტის განხორციელებას ისევ ეწინააღმდეგებიან.
ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციასთან ქიმიური ტერმინალის მშენებლობის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვას სატელევიზიო დებატების ფორმატში ითხოვს საზოგადოებრივი მოძრაობა „მწვანე მომავალი საქართველოსთვის" დამფუძნებელი.
ორგანიზაციამ ნავსადგურის ადმინისტრაციას წერილობით უკვე მიმართა. როგორც უწყებაში აცხადებენ, პასუხს წერილის ავტორები კანონით განსაზღვრულ ვადებში მიიღებენ.