ციხეებში ექთნების რაოდენობა არ არის საკმარისი, მათი ხელფასი არის ძალიან მცირე - თეა წულუკიანი

05 სექტემბერი 2019, 11:43 1120 ნახვა

​იუსიტიციის მინისტრობის კანდიდატმა საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პენიტენციურ სისტემაში არსებულ ვითარებასა და  მთავარ გამოწვევებზე ისაუბრა.

თეა წულუკიანმა  აღნიშნა, რომ 10 წლიანი პაუზის შემდეგ რაც პენიტენციური სისტემა დაუბრუნდა იუსტიციის სამინისტროს არაერთი ნაბიჯი გადაიდგა თანამშრომლობისთვის. წულუკიანის თქმით, სისტემის მიზანი არ იქნება მხოლოდ პატიმრებზე ზრუნვა, არამედ ასევე და პირველ რიგში, თანამშრომლებზე ზრუნვაც.

მისივე განმარტებით, მათ უკვე მოახერხეს ის, რომ იქ, სადაც ყველაზე დიდი პრობლემა იყო, ესკორტის, ანუ ყოფილი ბადრაგის სამსახური გააძლიერეს.

„იყო პოზიციები, სადაც 600 ლარიდან 1200 ლარამდე გავზარდეთ ხელფასი, რადგან 600 ლარი, რომელიც შემდეგ იბეგრება, საკმაოდ მცირე თანხაა იმისთვის, ადამიანს მოსთხოვო პატიმარი უსაფრთხოდ გადაიყვანოს. გვინდა, რომ სხვა ძალოვან სტრუქტურებთან ერთად, ეს ტენდენცია გაგრძელდეს, რადგან ჩვენს ესკორტის ოფიცრებს, პოლიციელებს, ჯარისკაცებს უფრო მეტი ხელფასი ეკუთვნით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანმა სიტყვით გამოსვლისას პენიტენციურ სისტემაში არსებულ კიდევ ერთ მთავარ გამოწვევაზე გაამახვილა ყურდაღება. მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ სამედიცინო ნაწილის ექთნები მძიმე პირობებში მუშაობენ. მისივე განმარტებით ციხეებში ექთნების რაოდენობაც არასაკამრისია.

„ძალიან დიდი გამოწვევა არის სამედიცინო ნაწილში, რადგან ჩვენ გვყავს ექთნები, რომლებიც ძალიან მძიმე პირობებში მუშაობენ. მათი ოდენობა არ არის საკმარისი, მათი ხელფასი არის ძალიან მცირე. მინდა, მათ მხარდაჭერა გამოვუცხადო ამ ტრიბუნიდან და ვუთხრა, რომ ჩვენი მომავალი ზრუნვის საგანი კონტროლიორები, ე.წ. მეგასაღეებები, როგორც ჩვენ მათ ვუწოდებთ, ექთნები და სხვა მსგავსი პერსონალი იქნება, იმისთვის, რომ ციხეში თანამშრომელი იყოს ძლიერი. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაჩაგრული თანამშრომლის დაჩაგვრა ძალიან მარტივად შეუძლია პატიმარს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა პენიტენციურ სისტემაში ინფრასტრუქტურულ გადაირაღებაზეც ისაუბრა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი