სამტრედიაში ნავთობბაზაზე საწვავით სავსე რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა. ნავთობბაზა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საწვავის ტერმინალია.
სამაშველო სამსახურებმა დროულად მოახერხეს ცეცხლის კერი ლოკალიზება, არსებობდა ცეცხლის სხვა რეზერვუარებზე გავრცელების და აფეთქების საშიშროება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
ადგილზე მუშაობს 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იმერეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებიდან.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.