ერთ წელში სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 8%-ით გაძვირდა

03 სექტემბერი 2019, 13:20 1818 ნახვა

საქსტატის მონაცემებით, ბოლო ერთ წელიწადში სურსათი და უალკოჰოლო სასმელები საქართველოში 8.0 პროცენტით გაძვირდა.

ფასები განსაკუთრებით მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი  – 18.2 პროცენტი, თევზეული  -16.3 პროცენტი, პური და პურპროდუქტები  – 12.4 პროცენტი, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული  -11.0 პროცენტი, ხორცი და ხორცის პროდუქტები – 9.3 პროცენტი, რძე, ყველი და კვერცხი – 6.5 პროცენტი, ასევე მინერალური და წყაროს წყალი – 4.7 პროცენტი.

ერთი წლის განმავლობაში ალკოჰოლური სასმელებსა და თამბაქოზე ფასები 13.8 პროცენტით გაიზარდა.

ფასები გაზრდილია ჯანდაცვის მიმართულებაზე, დასვენება, გართობა და კულტურსა და ტრანსპორტის კატეგორიაზე.

ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე წლიურად 3.4 პროცენტით.

რაც შეეხება აგვისტოს 2019 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.9 პროცენტი შეადგინა.

 

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი