ევროპაში სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად დასრულდა. ბოლო დღე როგორც ყოველთვის დატვირთულია და ყველაზე მეტი კონტრაქტი ფორმდება.
გუშინდელი დღის მთავარი ტრანსფერი ,,პსჟ’’მ განახორციელა . პარიზელებმა ,,ინტერიდან’’ მაურო იკარდი დაიმატეს. ფრანგებს სეზონის ბოლოს არგენტინელი ფორვარდი 70 მილიონ ევროდ შეუძლიათ გამოისყიდონ.
საქართველოს ჩემპიონატი დატოვა ასევე ორმა ფეხბურთელმა . თბილისის ,,დინამოდან’’ ლევან შენგელია კარიერას თურქეთის ,,ქონიასპორში’’ გააგრძლებს. ასევე თბილისის ,,დინამო’’ დატოვა აბდელ მეჯუბიმ , რომელიც გავრცელებული ინფორმაციით ფრანგულმა ,,ბორდომ’’ დაიმატა. სავარაუდლოდ მეჯუბი ,,ბორდოს’’ სარეზერვო გუნდში ითამაშებს.
ევროპაში სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს განხორციელებილი გამორჩეული ტრანსფერები :
,,ბაშაკშეჰირი’’ : თურქულმა კლუბმა გამოცდილი სლოვაკი მცველი მარტინ შკრტელი თავისუფალი აგნეტის სტატუსით დაიმატა.
,,გალათასარაი’’ : მარიო ლემინა იჯარის წესით თურქულ გრანდში სეზონის ბოლომდე ითამაშებს. მთავრი ტრანსფერი ,,გალასთვის’’ მაინც რადამელ ფალკაოს გაფორმება იყო.
‘’პსჟ’’ : პარიზში სეზონის ბოლომდე იასპარეზებს მაურო იკარდი, ასევე ფრანგებმა რეალიდან კეილორ ნავასი დაიმატეს.
,,რომა’’ : რომაელებმა შეტევის გაძლერების მიზნით ნიკოლა კალინიჩი და ჰენრიკ მხითარიანი დაიმატეს.
,,მილანი’’ : იტალიურ გრანდში ორწლიანი იჯარით ხორვატი ანტე რებიჩი ითამაშებს,
‘’რეალი’’ : სამეფო კლუბმა ნავასის ნაცვლად კლუბში არენდით ფრანგი მეკარე ალფონს არეოლა მოიყვანა.
,,ატალანტა’’ : ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტმა ,,ატალანტამ’’ დაცვის ხაზი გამოცდილი სიმონ კიაერის დამატებით გააძლიერა.
‘’სევილია’’ : ლა ლიგაში დაბრუნდა მექსიკელი ხავიერ ერნანდესი . ჩიჩარიტო ბოლოს ესპანეთში ,,რეალის’’ ღირსებას იცავდა. მექსიკელმა 3 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
‘’პარმა’’ : იტალიელებმა 2023 წლამდე მატეო დარმიანი გაიფორმეს. დარმიანი ბოლოს ,,მანჩესტერში’’ ასპარეზობდა.
‘’აინტრახტი’’ : გერმანელებმა რებიჩის გაშვების შემდეგ ,,მილანიდან’’ 2 წლიანი იჯარით ანდრე სილვა მოიყვანეს.
,,შახტარი’’ : უკრაინელებმა გამოცდილი ევგენი კონოპლიანკა დაიმატეს. ფეხბურთელი დონეცკში 3 წელი დარჩება.
,,ლაიფციგი’’ : გერმანელებმა ,,რომადან’’ იჯარით ჩეხი ფორვარდი პატრიკ შიკი აიყვანეს.
..ფენერბახჩე’’ : სტამბოლურმა კლუბმა გამოცდილი ლუის გუსტაო 6 მილიონად ,,მარსელიდან’’ დაიმატეს.
‘’კოპენჰაგენი’’ : 31 წლის ნიკლას ბენტნერი კარიერას დანიურ გრანდში გააგრძელებს.
‘’სპორტინგი’’ : პორტუგალიელებმა 1 წლიანი იჯარის წესით ,,პსჟ’’დან ხესე როდგრიგესი გაიფორმეს.