ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო, შუახევში რამდენიმე ლოკაციაზე მეწყრული პროცესები განვითარდა. შუბნის თემში ამ დრომდე მძიმე ტექნიკა მუშაობს.
წუმპოს მთიდან ჩამოშლილმა მიწის მასამ, სოფლის შიდა და შუახევი-შუბნის საავტომობილო გზის ყურთისონის მონაკვეთი ჩაკეტა. მეწყერი ჩამოწვა ერდვათშიც.
მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, გზის გაწმენდითი სამუშაოები უწყეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
კობალთაში სეტყვამ სასოფლო სამეურნეო სავარგულებიც დააზიანა.