დღეს, „ბლექ სი არენაზე“ ანსამბლ „ივერიას“ „ჩხიკვთა ქორწილი“ გაცოცხლდება. ცნობილი მიუზიკლი 40 წელია, წარმატებით იდგმება და უდიდესი აღიარება მოიპოვა როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. მხოლოდ საქართველოში, ალექსანდრე ბასილაიას და ჯემალ ბაღაშვილის გახმაურებული მიუზიკლი სხვადასხვა წელს თითქმის 800-ჯერ ჩატარდა.
მიუზიკლ „ჩხიკვთა ქორწილზე“ დასწრების მსურველთათვის, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი დაინიშნა, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და „ბლექ სი არენას“ (Black Sea Arena) ბაქანზე გაჩერდება. მატარებელი თბილისიდან 12 საათსა და 40 წუთზე გამოვა – „ბლექ სი არენასთან“ 17 საათსა და 25 წუთზე ბათუმში კი 18 საათსა და 23 წუთზე იქნება.