ანგისის დასახლებაში ტრაილერი მოპედს შეეჯახა, რომელსაც 14 წლის ბიჭი მართავდა. დაშავებული მოზარდი ბავშვთა საავადმყოფოში მოათავსეს.
გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.