აჭარაში, პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო და 2 პირი დააკავა. სამართალდამცველებმა, ერთ-ერთი დაკავებულის ჩხრეკისას 80 აბი „მეტადონი“ და ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება, მეორე დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი 143 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.