ღურტის საბავშო ბაღი პედაგოგებსა და გამგეს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების გამო ყურადღების ქვეშ მოექცა. დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია ტვ 25-მა გაავრცელა. ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა, რომელშიც ბაღის ხელმძღვანელი ერთ -ერთ თანამშრომლებს ფიზიკურადაც ეხება.
თანამშრომლები, ადგილობრივები და მშობლები გამგეს შევიწროებაში ადანაშაულებენ და მის გათავისუფლებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამბობენ რომ ბავშვებს ბაღში არ მიიყვანენ.
მედეა მამულაძე კი ამბობს, რო პირიქით მას ებრძვიან და მისი თანამდებობის დაკავება სურთ. მშობლები ამბობენ, რომ კონფლიქტის ხმა მათ სახლებამდეც აღწევს და ხშირ შემთხვევაში ეს კვირაში რამდენჯერმე, ბავშვების თანდასწრებით ხდება.
ბაგა ბაღების გაერთიანებასა და თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ფაქტზე დისციპლინარული კომიტეტი იმსჯელებს და მედეა მამულაძის მისამართით, სასჯელის უმკაცრესი ზომები გატარდება. არ გამორიცხავენ თანამდებობიდან გათავისუფლებასაც.
ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი მაღალმთიანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმაც გააკეთა. როგორც აღმოჩნდა, ანზორ ბოლქვაძეს ბაღში არსებული დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა.