იარაღი და ნარკოტიკი - ბათუმში პოლიციამ ორი პირი სახლის ეზოდან აიყვანა

29 აგვისტო 2019, 11:13 10335 ნახვა

ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე, თოდოგაურში პოლიციამ ორი პირი გუშინ ღამით აიყვანა.  თვითმხილველები ამბობენ, რომ ერთ-ერთი სახლის ეზოსთან, სადაც სამართალდამცველები იმყოფებოდნენ,  კანაფის ფოთლები ეყარა. ტერიტორია ყვითელი ლენტით იყო შემოსაზღვრული და ბრალდებულების აყვანის პროცესი რამდენიმე წუთი გაგრძელდა.

აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაამოწმა ინფორმაცია. უწყებაში დაადასტურეს, რომ დაკავება ნარკოტიკული საშუალების შეძენა შენახვას უკავშირდებოდა. როგორც გაირკვა, კიდევ ერთი პირი იარაღის უკანონო შეძენისა და ტარებისთვის აიყვანეს. 

უწყებაში ამბობენ, რომ "ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თოდოგაურში ორი პირი დავაკავეთ. ფაქტზე გამოძიება 260-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს".

დაკავების ოპერაცია საღამოს, დაახლოებით 20:30 წუთზე მოხდა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი