საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის მიძინების დღეს აღნიშნავს. მარიამობას წინ ორკვირიანი მარხვა უძღოდა. ბათუმის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა მეუფე დიმიტრიმ ჩაატარა.
„ნუ ვიფიქრებთ იმაზე, რომ ჩვენ ვინმეზე მეტნი ვართ. ჩვენ ვართ ის, რაც ვართ“ - განაცხადა ილია მეორემ სადღესასწაულო წირვაზე, რომელიც მღვდელმთავრებთან ერთად, საქართველოს პატრიარქმა სიონის ტაძარში აღავლინა.