ლუკა მაისურაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

28 აგვისტო 2019, 15:06 1922 ნახვა

საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრმა ლუკა მაისურაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე  81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მაისურაძემ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონი ირანელი საიდ მოლაეი ორი ვაზარით დაამარცხა.

81 კგ.წონით კატეგორიაში მსიფლიოს ჩემპიონი ებრაელი საგი მუკი გახდა. ფინალურ შეხვედრაში მან ბელგიელი მატიას კასე იპონით დაამარცხა.

იაპონიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ხვალ 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილი იასპარეზებს. ბექა მეორე წრიდან ჩაერთვება და ინდოელ დევილალა მისტრის შეხვდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში