ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში, ახალი ნაგავსაყარისთვის განკუთვნილი ტერიტორიის სიახლოვეს მცხოვრებმა რამდენიმე ოჯახმა, სასამართლოს მიმართა. ისინი, ნაგავსაყრელის პროექტის ტერიტორიის მოსახლეობისგან დისტანცირებას, ან განსახლებას ითხოვენ.
ადგილობრივების პრეტენზიებს, აჭარის ეკონომიკის სამინისტროში პასუხობენ. უწყების ინფორმაციით, ნაგავსაყარის მშენებლობით, მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა არ დაზარალდება. კომპენსაცია კი, მხოლოდ იმ ოჯახებზე გაიცა, რომლებიც უტილიზაციის ზონიდან 500 მეტრზე ახლოს ცხოვრობენ.