მონოპოლია ბიზნესში თუ ბაზრის დარეგულირების ფასი - ფერმერების პროტესტს ტიტე აროშიძემ პროვოკაცია უწოდა

27 აგვისტო 2019, 21:00 2434 ნახვა

სოფელ ქაქუთში მცხოვრებმა ასამდე ფერმერმა გამაფრთხილებელი აქცია  მოაწყო. ფერმერები, რომლებსაც თხილი მოჰყავთ, ამბობენ რომ მაღალი ხარისხის მოსავლის რეალიზაცია დაბალი ფასის გამო პრობლემურია. ამტკიცებენ, რომ აჭარაში თხილის ღირებულება ბევრად ნაკლებია, ვიდრე ზუგდიდში. 

ისინი ფიქრობენ, რომ ფასი უნდა დარეგულირდეს და საქართველოს ყველა რეგიონში ერთნაირი იყოს. ფერმერებს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა უპასუხა, ტიტე აროშიძე ამბობს,  რომ პროდუქციის ფასს ბაზარი არეგულირებს და სახელმწიფო პროცესებში ამ კუთხით ვერ ჩაერევა.   

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი