რუსთავი 2-ის ახალი რეალობა

27 აგვისტო 2019, 21:26 1681 ნახვა

რუსთავი ორის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად ირაკლი იმნაიშვილის დანიშვნას, საზოგადოების არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ახალი მენეჯმენტის ტესტი, არხის კრიტიკული საინფორმაციო პოლიტიკა უნდა გახდეს, რომლის მოლოდინიც მათ არ აქვთ.

თავად ირაკლი იმნაიშვილი კი ამბობს, რომ აქვს ამბიცია, „გამარჯვებული ხალხის ტელევიზია“, „გამარჯვებული ჟურნალისტების ტელევიზიად“  აქციოს. ვინ იქნება მისი გუნდი ამ გზაზე, ირაკლი იმნაიშვილს, არ დაუსახელებია. დღესვე, ინტერნეტგამოცემა ნეტგაზეთისთვის გახდა ცნობილი, რომ ირაკლი იმნაიშვილის მეუღლე, ჟურნალისტი ნათია აბრამია ამჟამად საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მართვის ეფექტურობის სპეციალისტად მუშაობს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი