დიდი შვიდიანის ლიდერები ამაზონის ტყეში ხანძრების ლიკვიდაციისთვის 20 მილიონ ევროს გამოყოფენ. შეთანხმება მსოფლიო ლიდერებმა სპეციალურ სამიტზე მიიღეს. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ამაზონის რეგიონში ხანძრების პრევენციას და ამაზონის ტყის აღდგენის გრძელვადიან სტრატეგიას უახლოეს მომავალში შეიმუშავებენ.