დაშავებული 165 და დაღუპული 5 ადამიანი, ეს მხოლოდ სამი თვის საგანგაშო მონაცემია. აპრილიდან ივლისამდე აჭარაში 112 ავტოავარიაა რეგისტრირებული, სამწუხაროდ ეს მონაცემები აგვისტოში გაზრდილია.
საგზაო მოძრაობის კუთხით მოქალაქეების ინფორმირებულობა რომ დაბალია, ამას მძღოლები და ქვეითები ერთხმად აღიარებენ.