ატენის ხეობაში, წიწვოვანი ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - საგანგებო სამსახური

26 აგვისტო 2019, 20:53 1400 ნახვა

ატენის ხეობაში, წიწვოვანი ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

მეხანძრე-მაშველები გორის მუნიციპალიტეტში,რაზმითის მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ.

ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა.

პირველადი ინფორმაციით, ხანძარმა 3 ჰექტარი ფართობი მოიცვა.

''ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან მეხანძრე-მაშველები და მუდმივ რეჟიმში განახორციელებენ ცალკეული, მცირე კერების დამუშავებას და მის მონიტორინგს.''- წერია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი