შიდა ქართლში მეხანძრე-მაშველები ტყის ხანძარს ებრძვიან. რაზმათის ხეობაში ძლიერი დაკვამლიანება და ცეცხლის ღია კერებია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი წიწვოვან ხეებს უკიდია.
ხანძრის ქრობის პროცესში სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი უკვე ჩაერთო.
''შეტყობინების მიღებისთანავე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მყისიერი რეაგირება მოახდინა და ადგილზე გავიდნენ გორის სახანძრო-სამაშველო განყოფილების ჯგუფები. ასევე, დამატებითი ძალების მობილიზება მიმდინარეობს შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებიდან და სხვა რეგიონებიდან'' - წერია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.