"ახლაც ასე ვფიქრობ, ოღონდ უცენზუროდ არა"- ირაკლი პატარიძე გუშინ გაკეთებულ უცენზურო კომენტარზე

22 აგვისტო 2019, 12:32 1579 ნახვა

„ბოდიში ხომ მოვიხადე არა?  ახლაც ასე ვფიქრობ, ოღონდ უცენზუროდ არა. შენიშვნა არავის არ მოუცია და ვერავინ ვერ მომცემს. ჩემი გადაწყვეტილებით იქნა დაწერილი ის რაც დავწერე და ამით ჩემი სათქმელი ვთქვი. „რუსთავი 2“-ის ზოგიერთი ჟურნალისტი არ ემორჩილება მოქმედ მენეჯმენტს. ისინი თამაშობენ ყოფილი დირექტორის თამაშის წესებით. ეს ყოვლად მიუღებელია“- ასეთი შეფასება გააკეთა  ბათუმის საკრებულოს წევრმა ირაკლი პატარიძემ გუშინ მის მიერ სოციალური ქსელით გაკეთებულ უცენზურო კომენტარზე.

პატარიძემ ფეისბუქში კომენტარი ტელეკომპანია "იმედის" მიერ მომზადებულ მასალაზე გუშინ დაწერა, რომელიც "რუსთავი 2"-დან ჟურნალისტების წასვლას ეხებოდა.  მოგვიანებით კი აღნიშნული კომნეტარის გამო ბოდიში მოიხადა.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი