აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის შესარჩევი კონკურსი პროტესტის ფონზე

21 აგვისტო 2019, 21:15 1427 ნახვა

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის  შესარჩევი  კონკურსი პროტესტის ფონზე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს დღეს სამი კანდიდატისთვის უნდა მოესმინა, თუმცა მათგან ერთ-ერთმა, მერაბ წულუკიძემ კონკურსს კომიკური უწოდა და დარბაზი, პროტესტის ნიშნად დატოვა. როგორც ის ამბობს, ბოლო მოვლენებმა ნეგატიური გავლენა იქონია მაუწყებელზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეაზე, მრჩეველთა საბჭოს ინსტიტუტსა  და საზოგადოებაზე, რომელმაც კონკურსის მიმართ ინტერესი დაკარგა.

რაც შეეხება დანარჩენ ორ კანდიდატს, ერთ-ერთი შოთა გურაბანიძეა, რომელიც დირექტორობის კონკურსში უკვე მესამედ მონაწილეობს. მას  დღეს, კონცეფციაზე არ უსაუბრია, უპასუხა მრჩეველთა საბჭოს წევრების კითხვებს და განაცხადა, რომ დირექტორობის კონკურსში მონაწილეობაზე უფრო რთული, ამ თანამდებობის დაკავებაა, რომელსაც მაუწყებელში არსებული კრიზისის დაძლევა მოუწევს. კონკურსში პირველად მონაწილეობს ირაკლი კიკვაძე. პროფესიით რეჟისორმა დღეს, კონცეფციის წარდგენის უმეტესი დრო მხატვრულ-დოკუმენტური ფილმების წარმოებასა და პრიორიტეტების შესრულებას დაუთმო, თუმცა ისაუბრა საინფორმაციო სამსახურზეც და განაცხადა, რომ მიღწევები, რომელიც მაუწყებელს ამ დროისთვის აქვს, უნდა შენარჩუნდეს და გაძლიერდეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი