ინდონეზიაში ციხიდან 250 პატიმარი გაიქცა.
შემთხვევა დასავლეთ პაპუას პროვინციაში, მასშტაბური არეულობის დროს მოხდა.
ადგილობრივების პროტესტი სტუდენტების დაკავებას მოჰყვა. რომლებიც უცხოური მედიის ცნობით, დროშის უპატივცემულობის გამო დააკავეს.
პროტესტი რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზები გადაკეტეს, შენობებს თავს დაესხნენ და ცეცხლი მოუკიდეს. მათ შორის, იყო ციხეც. სწორედ ამ დროს მოხდა ციხიდან მასშტაბური გაქცევა.
ინფორმაციას bbc ავრცელებს.