"რუსთავი 2"-ის გასხვისების ვადა დღეს იწურება

19 აგვისტო 2019, 10:16 1348 ნახვა

„რუსთავი 2“-ის გასხვისების ვადა დღეს იწურება. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის პაატა სალიას განცხადებით, მსურველი ამ დრომდე არ გამოჩენილა.

ქიბარ ხალვაშმა "რუსთავი 2"-ის გაყიდვის  შესახებ განცხადება 12 აგვისტოს გაავრცელა. 

ტელეკომპანიის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი ამბობდა, რომ ისაუბრებდა მხოლოდ იმ პირებთან, ვისაც საბანკო გარანტია ექნება ან საკონკურსო ანგარიშზე არანაკლებ მილიონ დოლარს განათავსებს.

კომპანიის  ახალი დირექტორის, პაატა სალია ამბობს, რომ თუ მყიდველი დღესაც არ გამოჩნდა, კონკრეტული გეგმების შესახებ არხის ახალი ხელმძღვანელობის მიერ საზოგადოებისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი.

არხის ახალმა მენეჯმენტმა  ტელეკომპანიის გასასხვისებლად ღია აუქციონი 12 აგვისტოს გამოაცხადა და  გასასხვისებლად ერთ კვირიანი ვადა განსაზღვრა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი