მონოპიესების VI საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო. ბათუმის დრამატულ თეატრში სპექტაკლით „ცხრაჯერ მეტით“ გაიხსნა. ფესტივალი აქამდე, კონკურსებით ფინანსდებოდა, წელს კი ბათუმის მერიამ 20 ათასი ლარით დააფინანსა. ერთ-ერთი ორგანიზატორი და იდეის ავტორი ნინო ჩხაიძე მონოპიესების ფესტივალს ჩამოშორდა.
სოციალურ ქსელში, მონაწილეებსა და გულშემატკივრებს მან მადლობა გადაუხადა და განმარტა, რომ კიდევ ერთ ორგანიზატორ, ოთარ ქათამაძესთან შექმნილი აზრთა სხვადასხვაობის გამო საკუთარ პროექტს წელს ჩამოშორდა.