საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ, გუგუტიანთკარში ონლაინ მედიისთვის მუშაობის შეზღუდვის შესახებ განცხადება გაავრცელა. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 16 აგვისტოს, როდესაც დიპლომატიური კორპუსი სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის ცვლილების სანახავად ჩავიდა, ონლაინ მედიის წარმომადგენლებს მუშაობის საშუალება არ მიეცათ.
ქარტიის საბჭოს თქმით, ონლაინ გამოცემები, ტელემედიის მსგავსად, საზოგადოების ინფორმირებისთვის მუშაობენ და ხშირად პირველები სწორედ ისინი ავრცელებენ ამბებს. ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა. ჟურნალისტური ეთიკის როგორც წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტები ხშირად საუბრობენ, რომ სხვადასხვა ღონისძიებაზე ონლაინ მედიის წარმომადგენლებისთვის არათანაბარი სამუშაო პირობებია.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო, მოუწოდებს ყველა სამთავრობო უწყებას, დანერგოს ჟურნალისტთა აკრედიტაციის ისეთი წესები, რომელიც დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არ ჩააყენებს მედიის გარკვეულ კატეგორიას.