გუგუტიანთკარში   ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორები იმყოფებიან  

17 აგვისტო 2019, 15:10 1142 ნახვა

ე.წ საოკუპაციო საზღვრის მიღმა მოქცეული 2 ოჯახი, ხვალიდან საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში შესვლას ვეღარ შეძლებს. რაზმაძეების ოჯახმა სახლიდან ლითონის ღობისა და მოაჯირების ბოლო ფრაგმენტებიც გამოიტანა.  მათ სახლის დაშლაში მეზობლებიც ეხმარებოდნენ. რუსმა სამხედროებმა  გუგუტიანთკარში   რაზმაძეებსა და გუგუტიშვილებს  3 დღიანი ვადა მისცეს დაეტოვებინათ შენობები და გაეტანათ სახლებიდან, რაც ჰქონდა. ვადა დღეს ამოიწურა.

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში, კიდევ ერთმა ოჯახმა დამხმარე ნაგებობის დაშლა დაიწყო. თუმცა, უკავშირდება თუ არა ეს ოკუპაციას ამ ეტაპზე უცნობია.  საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გამყოფი ხაზის პერიმეტრზე ამ დრომდე არ გამოჩენილან. ე.წ. საზღვრის გავლების უკანონო პროცესი 15 აგვისტოს  დაიწყო.  ამავე სოფელში მავთულხლართები  გააბეს  7 აგვისტოსაც, მოგვიანებით კი სამუშაოები შეწყდა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი