„გაიღე სისხლი და გადაარჩინე სიცოცხლე“ - სასაზღვრო პოლიციის პირველ სამმართველოში, სისხლის დონაციის აქცია გაიმართა. სისხლი უანგაროდ 70-ზე მეტმა თანამშრომელმა გაიღო.
აქცია წინა წლების მსგავსად აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ და სისხლის ბანკმა „ჰემა- 2012-მა“ ერთობლივად ჩაატარეს.