"უპატრონო ქალაქი" - ამ კომენტარით გამოუგზავნეს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ვიდეო კობალაძის ქუჩის მცხოვრებლებმა. მათ ვიდეო #16 კორპუსის წინ მშენებარე ობიექტზე გადაიღეს, სადაც ნაგავი იწვოდა. ნაგავი "ლიმონ გრუპის" სამშენებლო ობიექტზე იყო დაყრილი.
"სანდასუფთავების" სამსახური ადგილზე მივიდა და სამშენებლო კომპანია გააფრთხილა, მათ ტერიტორიის დასასუფთავებლად გონივრული ვადა მისცა.