საბერძნეთის სიდიდით მეორე კუნძულზე ფიჭვის ტყეში გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობას საბერძნეთის ექვსი თვითმფრინავი, ექვსი ვერტმფრენი და 200-ზე მეტი მეხანძრე ცდილობს.
რამდენიმე ასეული ადამიანი ევაკუირებულია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცეცხლი 11 კილომეტრზე არის გავრცელებული. ხანძრის გავრცელებას ძლიერი ქარი უწყობს ხელს. სტიქიის ზონაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.