ღორჯომში საჯარო სკოლის სპორტ-დარბაზის რეაბილიტაცია დასრულდა. ობიექტი აჭარის განათლების სამინისტროს პროგრამის ,,სკოლების რეაბილიტაცია და აღჭურვა" ფარგლებში მოეწყო, რისთვისაც 4 ათას ლარამდე თანხა გამოიყო. ახალი დარბაზი გაკეთდა თხილვანის საჯარო სკოლაშიც. ამ ეტაპზე სასპორტო დარბაზის რეაბილიტაციას რიყეთის და დიოკნისის სკოლები საჭიროებენ. რესურსცენტრის უფროსის ინფორმაციით, ეს სკოლები მომავალი წლის პრიორიტეტებში მოხვდება.