''TV პირველმა“ მაუწყებლობა ნაწილობრივ აღადგინა

13 აგვისტო 2019, 18:09 1468 ნახვა

„ტვ პირველმა“  მაუწყებლობა ნაწილობრივ აღადგინა. არხი მხოლოდ ლაივ რეჟიმში მაუწყებლობას ახერხებს, ვიდეო მასალების მომზადება და ეთერში გაშვება ამ დრომდე შეუძლებელია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ადგილზე მოკვლევა უკვე დაასრულეს,  საბოლოო დასკვნა თუ რა მოხდა ტელეკომპანიაში ჯერ-ჯერობით არ არსებობს.

სავარაუდოდ, არხს ჰაკერები, ახალი თაობის ვირუსით, ე.წ. კრიპტოვირუსით დაესხნენ თავს.

ჰაკერული შეტევის გამო შესაძლებელია სერვერზე არსებული ყველა ინფორმაცია წაიშალოს. დილიდან  ტელევიზიას დაკარგული აქვს წვდომა მთავარ სერვერზე და ყველა ვიდეოარქივზე.

ეთერში დილით ვერ გავიდა საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემები. ტვ პირველის ჟურნალისტები ამბობენ, რომ  ის, რაც ახლა ხდება ტელეკომპანიაში ბოლო მოვლენებს საეჭვოდ ემთხვევა. მედიაექსპერტები კი ფაქტს უკვე აფასებენ თავისუფალ მედიაზე თავდასხმად.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი