ტელეკომპანია ტვ პირველის ინფორმაციით, კომპანიის ცენტრალურ სერვერზე კიბერშეტევა განხორციელდა, რის შედეგადაც ტელევიზია ეთერში გადაცემებს ვერ უშვებს.
"დღეს დილით არხის ცენტრალურ სერვერზე განხორციელდა კიბერშეტევა, რამაც გამოიწვია არხის სრული პარალიზება, რის გამოც შეუძლებელია არხის სრულფასოვანი მაუწყებლობა. ეთერში ვერ გავიდა "საქმიანი დილა" და ამ დრომდე ვერ გადის არხის საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემები" - წერია ტელევიზიის განცხადებაში.