წარსული უნდა იყოს მასწავლებელი ჩვენი, წარსულზე უნდა ვისწავლოთ, რა ვაკეთოთ და რა - არა. - აღნიშნა საკვირაო ქადაგებისას კათოლიკოს-პატრიარქმა. ილია მეორის თქმით, მომავალმა თაობამ მაგალითი საკუთარი წარსულისგან და წინაპრებისგან უნდა აიღოს.
როგორც ახალგაზრდებზე საუბრისას უწმინდესმა აღნიშნა, ახალგაზრდობა ჭკვიანია, ბრძენია, მაგრამ ბოროტი ძალა ცდილობს, გამოსტაცოს ღმერთს. დღესვე ცნობილი გახდა, რომ პატრიარქის კურთხევით, ახალი ხატი "ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო" დაიწერება.