მრავალეროვნული სამხედრო სწავლება “Agile Spirit 2019”, რომელსაც საქართველომ წელს მეცხრედ უმასპინძლა, დასრულდა. კულმინაციურ სწავლებაში აშშ-ის არმიის ევროპის სარდლობის მე-2 კავალერიის პოლკის მე-2 ბატალიონი მონაწილეობდა, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის „ჩარლი“ ასეულით იყო გაძლიერებული. მათ ბატალიონის თავდაცვითი ოპერაცია საბრძოლო სროლებით განახორციელეს.
საჩვენებელი წვრთნა ვაზიანის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ქართული, პოლონური და ბულგარული სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფების ერთობლივი სწავლებით - „ბრძოლა ქალაქში“ გაგრძელდა.
წელს მრავალეროვნული სწავლება ''Agile Spirit 2019'' სამ ლოკაციაზე - სენაკში, ორფოლოსა და ვაზიანში პარალელურად მიმდინარეობდა. სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 14 ქვეყნის 3000-ზე მეტმა სამხედრო მონაწილეობდა.