ბათუმის რივიერის ტერიტორიის განაშენიანების გენერალური გეგმის, მერიაში დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში წინადადებების მიღება დღეს დასრულდება.
ორგანიზაცია ,,ბათომი“ და ,,დაიცავი ბათუმი“ დღეს ოფიციალურად შეიტანს დოკუმენტს, რომელშიც გაწერილი იქნება არგუმენტები თუ რატომ ეწინააღმდეგებიან ისინი ბათუმში ზღვის სანაპიროზე ცათამბჯენების მშენებლობას და რა საფრთხეებს ხედავენ პროექტის განხორციელების შემთხვევაში.