#ზღვაყველასია - ბათუმის ბულვარში ადატირებული პლაჟი გაიხსნა

09 აგვისტო 2019, 10:56 3946 ნახვა

წელს პირველად ბათუმის ბულვარში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ზღვაში დამოუკიდებლად შესვლას შეძლებენ .

ბათუმის ბულვარის სანაპიროზე რესტორან „ძველი გემი“-ს მოპირდაპირე მხარეს  ერთი ლოკაცია სრულად ადაპტირებული გახდა.  საპლაჟო ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებს მოერგო.

ბათუმის ბულვარმა  ეტლით მოსარგებლე პირებისთვის ზღვაში შესასვლელი ხუთი საცურაო ტივტივა ეტლი შეიძინა. ტივტივა ეტლით სარგებლობა მომხმარებლებისთვის უფასო იქნება.

სანაპირო ზოლზე მოეწყო  ადაპტირებული ბილიკი, საშხაპე- გამოსაცვლელი  და საზოგადოებრივი   საპირფარეშო.

თანამედროვე მულტი-ფუნქციური,  ადაპტირებული საპირფარეშო აღჭურვილია ულტრა თანამედროვე თვითმწმენდი ტექნოლოგიებით, სადაც განთავსებული არის ანტიბაქტერიული  ბავშვთა გამოსაცვლელი კუთხე და ანტივანდალური ინვენტარი.

დამატებით, ბათუმის ბულვარში სანაპირო ზოლის გასწვრივ სამ ლოკაციაზე, ექვსი საზოგადოებრივი დანიშნულების საპირფარეშო იფუნქციონირებს.

აღნიშნული პროექტი საქართველოში პირველად ხორციელდება. პროექტის მიზანი  ინკლუზიური ტურიზმის განვითარება  და შშმ პირთა თანაბარ ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

ადაპტირებულ ინფრასტრუქტურულ პროექტს სსიპ “ბათუმის ბულვარი“ ახორციელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი