ბათუმის მერიის და აჭარის მთავრობის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნის საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გრძელდება. დღეს ბრალდებისა და დაცვის მხარე შესავალ სიტყვას იტყვიან. წინა პროცესზე 7-ვე ბრალდებულს ბრალის არსი და უფლებები განემარტა.
გამოძიება მაღალჩინოსნებს მათ შორის ბათუმის ყოფილ მერს სახელწიფო ბიუჯეტიდან თანხების გაფლანგვას და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. საქმე ეხება იაფი სახლის პროექტს, რომელიც ვერ განხორციელდა.