''ღვთისმშობელი საქართველოს განსაკუთრებულად მფარველობს, რადგან ხედავს, რომ ჩვენი ქვეყანა მრავალი განსაცდელის წინაშე დგას”- ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, სიონში ქადაგებისას. საბერძნეთის ქალაქ დრამის მიტროპოლიტ პავლეს უწმინდესმა მამა გიორგის წმინდა ნაწილის ჩამობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა და საჩუქრად ქართული პანაღეა გადასცა. ღირსი მამა გიორგი კარსლიდისი წალკის რაიონ სოფელ ხადიკში (იგივე ტბეთში) 1902 წლის 18 იანვარს დაიბადა. სიონის ტაძარში საღვთო ლიტურგიას პრემიერ-მინისტრი დაესწრო.