,,სიცოცხლის ხე“-ასე ჰქვია ნახატს, რომელიც დღეიდან გორში, 11 წლის წინანდელ განვითარებულ მოვლენებს გაგახსენებთ. მხატვარმა მავთულხლართების მიღმა დარჩენილი სოფლები და შექმნილი ჰუმანიტარული პრობლემები ნატყვიარ კედელზე გადაიტანა.
სწორედ ამ შენობის ერთ-ერთი ფასადი დაზიანდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს. 11 წლის წინ ვერხვების დასახლება რუსული აგრესიის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე აღმოჩნდა.