წამლები 1 ლარად. 35 დასახელების მედიკამენტს სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ 1 ლარად იყიდიან. საუბარია მედიკამენტებზე, რომლებიც გამოიყენება გულსისხლძარღვთა, ფარისებრი ჯირკვლის, ფილტვის, დიაბეტის, ეპილეფსიისა და პარკინსონის სამკურნალოდ.
იმისთვის, რომ 1 ლარად შეძლოთ აღნიშნული წამლების ყიდვა, საჭიროა ფორმა 100 და რეცეპტი წარადგინოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალში და პროგრამის ბენეფიციარად დარეგისტრირდეთ. პროგრამას პრემიერ-მინისტრი დღეს წარადგენს.