ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ 29 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით შემოწმდა 3 168 გადამხდელი. მონიტორინგის შედეგად 435 სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა. 134 შემთხვევაში ადგილი ჰქონდა საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებას. 266 შემთხვევაში მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას არ იყო გამოყენებული საკონტროლო-სალარო აპარატი.