თავდაცვის მინისტრმა ამერიკელი გენერალი უწყებრივი მედლით დააჯილდოვა. ლევან იზორიამ ამერიკელ სტუმარს საქართველოს ეროვნული გვარდიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის - აშშ-ის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს.