ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე მიმდინარე კვირის განმავლობაში, დღის საათებში უმეტესად უნალექო და ცხელი ამინდი იქნება. საღამოსა და ღამის საათებში კი მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
ჰაერის ტემპერატურა - როგორც დასავლეთის დაბლობზე, ასევე სანაპირო ზოლსა და აღმოსავლეთ საქართველოში დღისით +29, +31 გრადუსი იქნება.
სანაპირო ზოლში ხვალიდან გამოიდარებს და შტორმული სიტუაცია მოიხსნება.