საადრეო ყურძნის რთველი აგროსერვის ცენტრში. უწყების ინფორმაციით, სასუფრე ყურძენი აგვისტოში ეტაპობრივად დაიკრიფება, შემოდგომაზე კი გვარა-ხუცუბნის სანერგე მეურნეობაში საღვინე ჯიშის ყურძნის დაკრეფა დაიწყება.
აგროსერვის ცენტრის ვაზის სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე განთავსებულია ღვინის სახლი, რომელსაც ტურისტული ობიექტის სტატუსი აქვს. რთველის პარალელურად გვარა-ხუცუბნის სანერგე მეურნეობაში ჭაჭის გამოხდისა და შოთის პურის ცხობის მასტერკლასები გაიმართა.