“პარტნიორობა ადგილობრივი განვითარებისთვის” - სამუშაო შეხვედრა

01 აგვისტო 2019, 14:21 1295 ნახვა

“პარტნიორობა ადგილობრივი განვითარებისთვის” – სამუშაო შეხვედრა ბათუმში გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდას” ინიციატივით, აჭარის ხელისუფლების, ბიზნესწრეებისა და სამოქალაქო სექტორის  წარმომადგენლებმა, რეგიონში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე “სიდას” წარმომადგენლებმა – გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელზე ისაუბრეს.

შეხვედრა ბათუმში შვედეთის მთავრობის პროექტის “ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში” ფარგლებში, და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით ჩატარდა. მანამდე ადგილობრივი განვითარებისა და პარტნიორობის საკითხებზე, ამავე ფორმატში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდსა და მესტიაში იმსჯელეს.

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი