სტიქია მძვინვარებს რუსეთში - რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაავალა ტყის ხანძართან ბრძოლაში საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს დაეხმაროს.
ამჟამად ქვეყნის 4 წერტილში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, განსაკუთრებული ხანძარსაწიბააღმდეგო რეჟიმი ქვეყნის 41 სუბიექტში მოქმედებს. რუსეთის ტყეებში ხანძარმა 3 მილიონი ჰექტარი ტყის მასივი მოიცვა. კვამლითაა დაფარული ციმბირის ყველა დიდი ქალაქი.